Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ article 7 აღმასრულებელი დირექტორი. 1. აღმასრულებელ დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. აღმასრულებელი დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას; ბ) უნივერსიტეტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მისი ფარგლების გარეთ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; დ) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს; ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს; ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს; თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ article 7 ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს უნივერსიტეტის სახსრებსა და ქონებას; მ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. |