Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 5 ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა. 1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით). 2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან. 3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ − გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის წინა დღიდან. 4. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ჩასატარებელი არჩევნებისათვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. |