Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 41 გარდამავალი დებულებანი. 1. 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეს დაგირავებული აქტივები, გარდა ლიკვიდურობის მხარდაჭერისთვის საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა. ამ პერიოდში მიკრობანკებს ლიკვიდურობის კოეფიციენტისთვის განსხვავებული ინდივიდუალური მოთხოვნა განესაზღვრებათ: ა) იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე მეტია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება არ ექნება; ბ) იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე ნაკლებია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება ექნება იმ პირობით, რომ დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი დეპოზიტების მოზიდვის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 50 პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო არაუგვიანეს 2 წლისა ნული გახდება. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 41 2. 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 50 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა მიკრობანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს 2023 წლის 1 ივლისამდე. |