FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  6

პალატის მართვა.
1. პალატის ორგანოები არიან:
    ა) საერთო კრება;
    ბ) პალატის საბჭო;
    გ) პალატის პრეზიდენტი (შემდგომში – პრეზიდენტი).
2. პალატის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება.
3. საერთო კრება მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.
4. საერთო კრება ამ კანონითა და პალატის წესდებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებასთან ერთად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს პრეზიდენტს და ამტკიცებს პალატის წესდებას. 5. პალატის წევრები საერთო კრებაზე წარმოდგენილნი არიან დელეგატების სახით, რომელთა არჩევის წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.
6. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა (დელეგატთა) ნახევარზე მეტი.
7. პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა პალატის საბჭო. პალატის საბჭო ამ კანონისა და პალატის წესდების შესაბამისად განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებზე, სტრატეგიებზე და პალატის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე. პალატის საბჭომ პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეიძლება შეასრულოს საერთო კრების გარკვეული ფუნქციები საერთო კრებებს შორის პერიოდში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  6

8. პალატის საბჭო შედგება სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლებისა და პრეზიდენტისაგან. პალატის საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 5-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს ახალი წევრის მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს პალატის საბჭო პალატის წესდებით გათვალისწინებული წესით. პალატის საბჭოს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი.
9. პალატის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საერთო შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
10. პალატის საბჭოს ფუნქციები, კომპეტენცია, საქმიანობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება პალატის წესდებით.
11. პალატის უმაღლესი თანამდებობის პირია პრეზიდენტი, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი.
12. პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება ფარული, პირდაპირი კენჭისყრით, 4 წლის ვადით, საერთო კრებაზე დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით, პალატის წესდებით დადგენილი წესით.
13. პალატას ჰყავს ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ი. ასევე შეიძლება ჰყავდეს გენერალური დირექტორი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ

article  6

14.  ვიცე-პრეზიდენტ(ებ)ს, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება პალატის წესდებით, ნიშნავს პრეზიდენტი. ვიცე-პრეზიდენტი თავის საქმიანობას წარმართავს პალატის წესდებით განსაზღვრულ სფეროში. პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს პრეზიდენტის ბრძანებით ან წესდებით განსაზღვრული ვიცე-პრეზიდენტი.
16. პალატის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს პრეზიდენტი. პრეზიდენტს უფლება აქვს საკუთარ უფლებამოსილებათა ნაწილი გადასცეს გენერალურ დირექტორს.
17. პალატის ორგანოებისა და ხელმძღვანელი პირების არჩევის (დანიშვნის) და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება პალატის წესდებით.
18. პალატის საქმიანობის შეწყვეტა (რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია) ხდება პალატის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 16 მარტის კანონი N08 - ვებგვერდი, 18.03.2022 წ.