Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 69 საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შეტყობინება. 1. იმ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ოპერატორმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდის, საბაჟო ორგანოს ამ ხომალდის შემოსვლის შესახებ უნდა შეატყობინოს მისი შემოსვლისთანავე. თუ საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ ინფორმაცია საბაჟო ორგანოსთვის ხელმისაწვდომია, მან შეიძლება არ მოითხოვოს ამ ინფორმაციის შეტყობინება. 2. საზღვაო ან საჰაერო ხომალდის შემოსვლის შესახებ შესატყობინებლად საბაჟო ორგანოს თანხმობით შეიძლება გამოყენებულ იქნეს პორტის ან აეროპორტის შესაბამისი სისტემა ან ინფორმაციის გადაცემის სხვა საშუალება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |