FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 11

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

1. კონსტიტუციური სარჩელი შედგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული, შესაბამისი სასარჩელო სააპლიკაციო ფორმის მიხედვით. კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელის/მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პრეზიდენტია ან საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მისი/მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 27-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;
    გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;
    დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო სამართლებრივი აქტი ან რომელთა დარღვევითაც იქნა მიღებული/გამოცემული, ხელმოწერილი, გამოქვეყნებული ან ამოქმედებული საქართველოს საკანონმდებლო აქტი ან საქართველოს პარლამენტის დადგენილება;
    ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;
    ვ) მოთხოვნის არსი;
    ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;
    ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:
    ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
    ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
    გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
    დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) მოსარჩელისა და მოპასუხის დასახელებები და მისამართები;
    გ) იმ პოლიტიკური პარტიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, რეგისტრაციის თარიღი, რომლის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − ამ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების ჩამონათვალი;
    დ) მოთხოვნის არსი;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;
    ვ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;
    ზ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;
    თ) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.
4. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:
    ა) იმ პოლიტიკური პარტიის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომლის შექმნის ან/და საქმიანობის კონსტიტუციურობაზედაც დავობს მოსარჩელე;
    ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა და ინტერესების დამცველთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
    გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
    დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

5. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს წარდგინების ავტორთა მიერ (თუ წარდგინების ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 27-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა დასახელება და მისამართები;
    გ) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების დასახელება, მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი, თუ წარდგინება ეხება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს, ან თანამდებობის პირის დასახელება, თუ წარდგინება ეხება იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს;
    დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო საერთაშორისო ხელშეკრულება;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

ე) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა, და იმ ქმედების აღწერა, რომელიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია;
    ვ) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
    ზ) მოთხოვნის არსი;
    თ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორებს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;
    ი) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:
    ა) სადავო საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი, თუ წარდგინება ეხება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხს;
    ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
    დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
7. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ (თუ მოსარჩელე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფია, მათი ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ამ კანონის 27-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესით) და მასში მითითებული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) მოსარჩელეთა და მოპასუხეთა დასახელებები და მისამართები;
    გ) სადავო სამართლებრივი აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;
    დ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელეთა აზრით, არღვევს ან არ შეესაბამება სადავო აქტი;
    ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას;
    ვ) მოთხოვნის არსი;
    ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც მოსარჩელეს აძლევს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებას;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

თ) კონსტიტუციური სარჩელისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, მოსარჩელეთა აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ;
    ი) მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ, თუ მოსარჩელე საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას მოითხოვს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელს უნდა ერთოდეს:
    ა) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
    ბ) მოსარჩელის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
    გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
    დ) კონსტიტუციური სარჩელის ელექტრონული ვერსია.
9. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილ კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;
    გ) სადავო აქტის დასახელება, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

დ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, კონსტიტუციური შეთანხმების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან საქართველოს კანონების დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი;
    ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
    ვ) მოთხოვნის არსი;
    ზ) საქართველოს კონსტიტუციის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;
    თ) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:
    ა) ამ კანონის 41-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დადგენილება;
    ბ) სადავო სამართლებრივი აქტის ტექსტი;
    გ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

დ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
    ე) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
11. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორი და მისი მისამართი;
    გ) ნორმატიული აქტის დასახელება, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მისი მიმღების/გამომცემის დასახელება და მიღების/გამოცემის თარიღი, ხოლო თუ ეს აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებაა – მისი ხელმომწერის დასახელება და ხელმოწერის თარიღი;
    დ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს ნორმატიული აქტი, რომლის კონსტიტუციურობის დადგენასაც ითხოვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
    ე) მტკიცებულებანი, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას;
    ვ) მოთხოვნის არსი;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  311

ზ) საქართველოს კონსტიტუციის და ამ კანონის დებულებანი, რომლებიც კონსტიტუციური წარდგინების ავტორს აძლევს კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლებას;
    თ) კონსტიტუციური წარდგინებისთვის დართული საბუთების ჩამონათვალი, აგრეთვე იმ პირთა სია და მისამართები, რომლებიც, კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, უნდა გამოიძახოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნულ კონსტიტუციურ წარდგინებას უნდა ერთოდეს:
    ა) სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი;
    ბ) კონსტიტუციური წარდგინების ავტორის წარმომადგენელთა უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი, რომელშიც მითითებულია მათი მისამართები;
    გ) საბანკო დაწესებულების საბუთი სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ;
    დ) კონსტიტუციური წარდგინების ელექტრონული ვერსია.
13. საერთო სასამართლოს მიერ შეტანილი კონსტიტუციური წარდგინება ხელმოწერილი უნდა იყოს საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის წევრთა მიერ და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება;
    ბ) კონსტიტუციური წარდგინების შემტანი სასამართლოს და მოსამართლის/სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მოსამართლეთა დასახელება და მისამართები;