Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ article 13 ზოონოზური დაავადებების კონტროლი. 1. ზოონოზური დაავადებისაგან მოსახლეობის დასაცავად დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ინფორმირების წესი განისაზღვრება ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესით. 2. ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ატარებენ ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებებს. 3. სამინისტრო შეიმუშავებს ცოფის პრევენციის სახელმწიფო პროგრამას და განსაზღვრავს მოსახლეობის ანტირაბიული პროფილაქტიკური მკურნალობის პოლიტიკას. 4. ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრებისთვის ვაქცინით უზრუნველყოფისათვის, ცხოველთა ცოფის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, ცხოველთა ვაქცინაციის მონაცემთა ერთიანი ინფორმაციული ბანკის წარმოებისათვის პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. |