Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 2160 ფულადი კომპენსაციის გაცემის საკითხის გადაწყვეტის წესი. 1. ამ თავით გათვალისწინებული სამართალწარმოებისას მოპასუხეა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული (საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით. 3. ამ თავით გათვალისწინებული საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სასამართლო აღნიშნულ საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. ამ თავით გათვალისწინებული საქმე განიხილება საქმის განხილვისათვის საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ საერთო ვადაში და დადგენილი წესით. 4. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. 5. სააპელაციო საჩივარი წარედგინება გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, რომელიც მას თანდართულ მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სააპელაციო სასამართლოს. 6. ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. 7. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება. |