Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგოეფექტურობის შესახებ article 5 პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები. 1. სამინისტრო პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას; ბ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის სამიზნე რაოდენობა განისაზღვრება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ენერგოდანაზოგების მიღწევისა და ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მხარეებთან თანამშრომლობით; გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც მიიღწევა ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარდაქმნის კოეფიციენტის გამოყენებით; |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 5 პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები. . დ) ენერგოდანაზოგი გამოითვლება ამ კანონის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მეთოდებისა და პრინციპების მეშვეობით; ე) განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი მხარის, მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებები; ვ) ენერგოდანაზოგის მიღწევისთვის პასუხისმგებელი მონაწილე მხარე ვალდებულია წარადგინოს და საჯარო გახადოს მიღწეული ენერგოდანაზოგის შესახებ წლიური ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგიის დაზოგვის შესახებ წლიური მონაცემების თაობაზე არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო ეს მიზანშეწონილი არ არის; ზ) განხორციელდება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგი, შესაბამისი არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში − აგრეთვე სათანადო ღონისძიებები; თ) დაინერგება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შედეგების კონტროლის სისტემა. |
ენერგოეფექტურობის შესახებ article 5 2. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგიის დაზოგვის ტენდენციის ამსახველი მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგის ორმაგად დათვლის პრევენციას, როდესაც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები ან ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული არ არის, ერთმანეთს ემთხვევა. 3. სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მტკიცდება ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენის წესი. |