FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  29

4. ეროვნული კომისია მომსახურების ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილ დავას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებისა და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის შემდეგ.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცებამდე და იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენამდე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს საერთო სასამართლოში.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  29

6. ეროვნულმა კომისიამ 2023 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოს:
    ა) წყლის მიწოდების წესების დამტკიცება;
    ბ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დამტკიცება.
7. სამინისტრომ 2023 წლის 30 აგვისტომდე უზრუნველყოს წყლის მიწოდების რეჟიმის განსაზღვრის წესისა და მორწყვის ნორმების დამტკიცება.
8. 2027 წლამდე ეროვნულმა კომისიამ უზრუნველყოს ჭარბი წყლის სადრენაჟო, დამშრობი ქსელით მოცილებასთან, ტრანსპორტირებასა და გარემოში ჩაშვებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად სადრენაჟო მომსახურების ტარიფის დადგენა, ხოლო სამინისტრომ ამ ტარიფის დასადგენად ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით უზრუნველყოს შესაბამისი კანონის პროექტის მომზადება.
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ

article  29

გარდამავალი დებულებები.
1. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში დაამტკიცოს:
    ა) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის რეესტრის წარმოების წესი;
    ბ) წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წესდების ტიპური ფორმა;
    გ) (ამოღებულია - 03.05.2023, №2817);
    დ) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმა.
2. ეროვნულმა კომისიამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 წლის ვადაში:
    ა) დაამტკიცოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია;
    ბ) დაადგინოს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის/სხვა წყალმოსარგებლისთვის გაწეული მომსახურების ტარიფები;
    გ) განსაზღვროს რეგულირების საფასურის ოდენობა და დაამტკიცოს ამ საფასურის გადახდის წესი.
3. სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ მათთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების მომსახურების ტერიტორიებზე არსებული საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.