Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ article 39 ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული წვრთნა და სერტიფიცირება. 1. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა კონტროლზე პასუხისმგებელ მეზღვაურს უნდა ჰქონდეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერაციათა ორგანიზებას, ტაქტიკას და სიტუაციის მართვას STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტების თანახმად და განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტთან შესაბამისობას. 2. მეზღვაურს უფლება აქვს, მიიღოს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსის სერტიფიკატი, თუ: ა) მას გავლილი აქვს საბაზისო წვრთნა; ბ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790) ; გ) მას გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/3 ნაწილით განსაზღვრულ წვრთნისა და შეფასების მოთხოვნებს. 3. თუ გასაცემი სერტიფიკატი არ გულისხმობს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებულ წვრთნას, მაშინ გაიცემა კვალიფიკაციის სერტიფიკატი, რომელშიც აღინიშნება, რომ სერტიფიკატის მფლობელს გავლილი აქვს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი. |