Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 25 3. თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს მისთვის თავშესაფრის პროცედურის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. 4. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 25 საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა. 1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მხოლოდ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. საერთაშორისო დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე: ა) ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; ბ) ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საზღვრის პროცედურის ფარგლებში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ყოფნისას – პენიტენციურ დაწესებულებაში. |