FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  86

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისთვის ან სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისთვის ან სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ან/და დოკუმენტის წარდგენის წესის დარღვევა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება − გამოიწვევს:
    ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით;
    ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, − გამოიწვევს:
    ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  86

ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ან სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ამ კანონის 51-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული უფლების განხორციელებაში ნებისმიერი სახით ხელის შეშლა − გამოიწვევს:
    ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;
    ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, − გამოიწვევს:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  86

ა) ფიზიკური პირის, საჯარო დაწესებულების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, აგრეთვე იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს არ აღემატება, დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით;
    ბ) იურიდიული პირის (გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა), უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალისა და ინდივიდუალური მეწარმის, რომელთა წლიური ბრუნვა 500 000 ლარს აღემატება, დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.