Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 3 უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია: ა) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება: ა.ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ან/და მის შესაბამისად კანონმდებლობით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება; ა.ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება; ა.გ) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში; ბ) თანასწორი საარჩევნო უფლება: ბ.ა) არჩევნებში, ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ; ბ.ბ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს; გ) პირდაპირი საარჩევნო უფლება: გ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია; გ.ბ) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ; დ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა: დ.ა) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით; დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 201 5 წლის 24 დეკემბრის კანონი №151-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.12.2015წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 22 სექტემბრის კანონი №139-უ.ს.შ.ს. - ვებგვერდი, 22.09.2020წ. |