FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ტურიზმის შესახებ

article  33

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება.
1. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების განხორციელების წესი დგინდება ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით.
3. რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა, რომლის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საქართველოს მთავრობის დადგენილებით ცალკე განისაზღვრება ის რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლები ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა. იმავე დადგენილებით განისაზღვრება ამ დაზღვევის პირობები და განხორციელების წესი.