Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 43 ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის საფუძვლები. 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება უნდა შეწყდეს მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ: ა) საჭირო აღარ არის სარგებლობა; ბ) გავიდა სარგებლობის დადგენილი ვადა; გ) წარმოიშვა სარგებლობიდან ცხოველთა სამყაროს ობიექტების ამოღების საჭიროება გარეულ ცხოველთა დაცვის მიზნით; დ) მოხდა იმ ფიზიკური პირების მოღვაწეობის შეწყვეტა და იურიდიული პირების ლიკვიდაცია, რომლებსაც მინიჭებული ჰქონდათ სარგებლობის უფლება; ე) მოსარგებლე არ შეუდგა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ვ) საგანგებო მდგომარეობის (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, გარეულ ცხოველთა დაავადება, მათი განადგურების საშიშროება და სხვა) შექმნის პირობებში. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლე სისტემატურად არღვევს ცხოველთა სამყაროს დაცვისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესებს, კვოტებს და სხვა მოთხოვნებს. 3. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლების შეწყვეტის სხვა საფუძვლებიც. |