Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
წყლის შესახებ article 57 დ) საბადოს ეკოლოგიური დაცულობის აღწერას; ე) საბადოში წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის, ტემპერატურის და დებიტის სტაბილურობის დამადასტურებელ ორი წლის ინფორმაციას მაინც; ვ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და წყლის დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას; ზ) საბადოს გეოგრაფიულ მდებარეობას და მის სრულ დასახელებას; თ) წყლის საბადოს მარაგის დამტკიცების ოქმს. 3. სამკურნალო მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭების წესი და პროცედურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო მისი წარმოების, გამოყენების და მისით ვაჭრობის წესები – ამ კანონითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 4. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის წყაროს წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, გარდა „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა. 5. ყაროს წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ ინფორმაციას, გარდა „ე" და „თ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულისა. |
წყლის შესახებ article 57 6. წარმოებული(ჩამოსხმული) სუფრის წყალი უნდა აკმაყოფილებდეს სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებს. ამ კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) წყლის ობიექტის კომპლექსურ დახასიათებას და მის სრულ დასახელებას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას სასმელი წყლის სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) საწარმოში წყლის მიწოდებისა და დამუშავების ტექნოლოგიის აღწერას. 7. საწარმოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე წყლის სასაქონლო პროდუქციას კატეგორიას ანიჭებს, რეგისტრაციაში ატარებს და მინიჭებული კატეგორიის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს სამინისტრო. 8. გადაწყვეტილება წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის წყლის კატეგორიის მინიჭების შესახებ მიიღება განაცხადის მიღებიდან არა უმეტეს 3 თვის განმავლობაში. 9. აკრძალულია ერთი კატეგორიის წარმოებული (ჩამოსხმული) წყლის სახელწოდების გამოყენება სხვა კატეგორიის წყლისათვის. 10.(ამოღებულია). |
წყლის შესახებ article 57 წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიების მინიჭება. 1. წარმოებული (ჩამოსხმული) წყლისათვის ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მინიჭებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვა: ა) საბადოს ეკოლოგიური დაცულობა; ბ) საბადოში წყლის ქიმიური შედგენილობის, ტემპერატურისა და დებიტის სტაბილურობა; გ) წყლის წარმოება (ჩამოსხმა) ხდებოდეს ერთი საბადოდან; დ) წყლის საბადოს მარაგი დამტკიცებული იყოს „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად; ე) წყლის საბადოსა და წყლის ჩამომსხმელ საწარმოს შორის წყლის ტრანსპორტირება ხდებოდეს მხოლოდ მათი დამაკავშირებელი მილსადენის საშუალებით; ვ) წყლის დამუშავების დროს ისეთი ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც არ გამოიწვევს მისი ბუნებრივი მიკრობიოლოგიური და ქიმიური შედგენილობის ცვლილებას; ზ) წყლის ხარისხის შესაბამისობა ბუნებრივი მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან. 2. ნატურალური მინერალური წყლის კატეგორიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) საბადოს ჰიდროგეოლოგიურ აღწერას; ბ) წყლის მიკრობიოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების აღწერას და მათ შესაბამისობას ნატურალური მინერალური წყლების სახელმწიფო სტანდარტით დადგენილ ნორმებთან; გ) წყლის კლინიკური და ფარმაკოლოგიური მახასიათებლების აღწერას (საჭიროების შემთხვევაში); |