FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  241

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.
1. ამ მუხლის ამოქმედებიდან:
    ა) 10 დღის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წესდება (დებულება);
    ბ) 10 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე დანიშნოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი;
    გ) 30 დღის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისთვის მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    დ) 30 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ამ მუხლის ამოქმედების დღიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
3. ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტის ფორმირებისათვის.
ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ

article  241

მუხლი 24-2. ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულება  საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე ამ კანონის შესაბამისად გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.