FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  7

1. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, გარდა საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას. თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი წესით.
2. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453); 3. (ამოღებულია - 20.09.2018, №3453);  4. თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება:
    ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას, პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას;
    ბ) კონსტიტუციური შეთანხმების დადებას;
    გ) კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას, საქართველოს პარლამენტისთვის კანონის შენიშვნებით დაბრუნებას;
    დ) პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას;
    ე) სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭებას;
    ვ) მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას;
    ზ) მსჯავრდებულთა შეწყალებას;
    თ) საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას;
    ი) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
5. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გადაეცემა პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის.
6. პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაცემული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 10 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თუ მთავრობა მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრემიერ-მინისტრი ხელს აწერს მას, რითაც თანახელმოწერა დასრულებულად ჩაითვლება.
7. თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია მომდევნო 10 დღის ვადაში, მთავრობის შენიშვნების შესაბამისად ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის. ამის შემდეგ მეორდება ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.
8. თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, საქართველოს პრეზიდენტს აღარ შეუძლია პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის გადასცეს იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში.
9. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია პრემიერ-მინისტრისათვის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს თავისი სამართლებრივი აქტის დაჩქარებული წესით თანახელმოწერა. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად მიიჩნევს, მას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი 3 დღის ვადაში გააქვს მთავრობის სხდომაზე განსახილველად. თანახელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოტივირებული შენიშვნები საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა 3 დღის ვადაში. თუ პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნევს, თანახელმოწერა განხორციელდება ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილ ვადებში, რასაც პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად აცნობებს საქართველოს პრეზიდენტს.
10. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული ბრძანება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ გადაეცემა პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი ამ ბრძანების გადაცემისთანავე იღებს გადაწყვეტილებას თანახელმოწერის თაობაზე. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანება პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება და ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
11. საქართველოს პრეზიდენტის მიერ პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრს გადაეცემა და მისი თანახელმოწერა ხორციელდება ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოცემული დეკრეტი პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერის შემთხვევაში ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნორმის შეჩერების შესახებ დეკრეტი − საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე.
12. საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, ქვეყნდება და სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ თანახელმოწერის შემდეგ.
13. თანახელმოწერილ სამართლებრივ აქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას.
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

article  7

1. საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობის საფუძველზე ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას წარუდგენს წერილობით წინადადებებს, რომლებსაც მთავრობა განიხილავს თავის სხდომაზე.
2. მთავრობის თანხმობა მიიღება განკარგულების სახით.
3. მთავრობის თანხმობის მიღების წესი დგინდება მთავრობის რეგლამენტით.