Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 1551 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 114-5 მუხლით გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალ პერიოდში მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან, საკუთარი შემოსულობების ფარგლებში, დასაგეგმი წლის ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული ასიგნებები მიმდინარე წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით გაზარდონ არაუმეტეს დასაგეგმი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზირებული ნომინალური ზრდის პროცენტული მაჩვენებლით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შედეგად წინა წელთან შედარებით გაიზარდა მუნიციპალიტეტის ფუნქციები. |