Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 601 უსაფრთხოების სახელმწიფო რეგულირება. 1. სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლება აქვს სარკინიგზო საწარმოს, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს. 2. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირების უფლება აქვს ინფრასტრუქტურის მენეჯერს, რომელსაც სააგენტომ უსაფრთხოების ავტორიზაცია მიანიჭა. 3. სააგენტოს მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება ხდება სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. სააგენტო უფლებამოსილია: ა) გასცეს/მიანიჭოს, განაახლოს, შეაჩეროს და გააუქმოს უსაფრთხოების სერტიფიკატი და უსაფრთხოების ავტორიზაცია; ბ) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესის შესაბამისად განახორციელოს ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირება, მონიტორინგი და ზედამხედველობა. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს უნდა მიეცეს ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს ნებისმიერ ინფორმაციასთან, შენობა-ნაგებობასთან, დანადგართან, მოწყობილობასა და აღჭურვილობასთან დაშვების უფლება. |