FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  40

კომიტეტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებები.
1. კომიტეტის თავმჯდომარე თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამართლიანად და მიუკერძოებლად.
2. კომიტეტის თავმჯდომარე:
    ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;
    ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;
    გ) ხელს აწერს კომიტეტის აქტებს და კომიტეტის სხდომების ოქმებს;
    დ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;
    ე) ყოველი წლის იანვრის ბოლომდე პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს წინა წლის შედეგების მიხედვით;
    ვ) გამოსცემს განკარგულებებს შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;
    ზ) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:
    ა) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
    ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
4. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
    ა) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;
    ბ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  40

5. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების მიერ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტის ერთ-ერთ წევრს ავალებს.