FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველზე.
1. საქართველოში მყოფ უცხოელს საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილებით ეძლევა უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ განსაზღვრული გონივრული ვადა – 10-დან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა.
3. ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით უცხოელის საქართველოდან გაძევებისას იგი საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგენს შესაბამის მტკიცებულებებს.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

უცხოელის მიერ საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე.
1. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საქართველოში მყოფ უცხოელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში, კონკრეტული საქმის სათანადო გარემოებების გათვალისწინებით, მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განესაზღვრება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების გონივრული ვადა − 7 კალენდარული დღიდან 30 კალენდარულ დღემდე, რომლის განმავლობაშიც მან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გაღების გარეშე უნდა დატოვოს საქართველო.
2. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას უცხოელთან გასაუბრების ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო უცხოელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადით სარგებლობის უფლებას.
3. უცხოელის მიმალვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მას საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის განმავლობაში შეიძლება დაეკისროს შემდეგი ვალდებულება:
    ა) კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ან პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში;
    ბ) შეიტანოს სულ მცირე 3 000 ლარის ოდენობის გირაო;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ჩააბაროს სამგზავრო დოკუმენტი;
    დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს დაუყოვნებლივ ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც მიუთითა მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას;
    ე) შესაბამის საცხოვრებელ ადგილზე 2 დღეზე მეტი ხნით არყოფნის შემთხვევაში ამის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს;
    ვ) გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გარემოებების გასარკვევად ან/და კონსულტაციისთვის.
4. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხოელს შეიძლება დაეკისროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთზე მეტი ვალდებულება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა მისი სამგზავრო დოკუმენტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოსთვის ჩაბარების შესახებ ცნობა.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

-1. უცხოელის მიმალვის საფრთხე. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფასდება მისი მიმალვის საფრთხე. უცხოელის მიმალვის საფრთხე არსებობს, თუ:
    ა) მას საქართველო არ დაუტოვებია საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადაში;
    ბ) საქართველოში ყოფნის ან საქართველოში ყოფნის ვადის გაგრძელების სამართლებრივი საფუძვლის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საერთაშორისო დაცვის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მოთხოვნისას მან ყალბი დოკუმენტები ან ინფორმაცია წარადგინა;
    გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მან სამგზავრო დოკუმენტი გაანადგურა ან დამალა;
    დ) არსებობს დასაბუთებული ეჭვი მისი ნამდვილი ვინაობის ან მოქალაქეობის შესახებ;
    ე) მას არაერთხელ ჩაუდენია განზრახი დანაშაული ან მან ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც მას სასჯელის სახით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;
    ვ) მან არ შეასრულა მისთვის დაკისრებული, ამ კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში გასაუბრებისას მან მიუთითა, რომ არ სურს შეასრულოს საქართველოს დატოვების ვალდებულება, ან უცხოელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას ასკვნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო მისი პიროვნებისა და ქცევის გათვალისწინებით;
    თ) იგი საქართველოში შემოვიდა მაშინ, როდესაც საქართველოში შემოსვლა ეკრძალებოდა;
    ი) იგი დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო და მას არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება;
    კ) მან მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას თავის მიერ მითითებული საცხოვრებელი ადგილი ისე მიატოვა, რომ ამის შესახებ დაუყოვნებლივ არ აცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს;
    ლ) იგი არ ცხადდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას;
    მ) ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე მიღებული დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება მიიმალოს;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

6. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელმა სამგზავრო დოკუმენტი გადამალა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, უცხოელის საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით, სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად შეამოწმოს აღნიშნული საცხოვრებელი ადგილი.
7. უცხოელისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს უფლება აქვს, შესაბამისი საცხოვრებელი ადგილის თანამესაკუთრის ან თანამფლობელის წერილობითი თანხმობით შეამოწმოს, ცხოვრობს თუ არა უცხოელი მის მიერ მითითებულ საცხოვრებელ ადგილზე.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან/და პოლიციის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სამგზავრო დოკუმენტის მოსაძიებლად უცხოელის საცხოვრებელი ადგილის შემოწმებაზე უცხოელის მიერ უარის თქმა არის ამ კანონის 51 -1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა (დარღვევა).
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

9. უცხოელს შეიძლება არ განესაზღვროს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა ან განესაზღვროს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები ვადა, თუ:
    ა) არსებობს მისი მიმალვის საფრთხე;
    ბ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
    გ) მას უარი ეთქვა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე ან საერთაშორისო დაცვაზე განაცხადის დაუსაბუთებლობის გამო უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე;
    დ) მან ბინადრობის მოწმობის გაცემის ან საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმის წარმოების ეტაპზე მნიშვნელოვანი გარემოებების შესახებ ყალბი ინფორმაცია ან გაყალბებული დოკუმენტები წარადგინა;
    ე) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია იმ უცხოელის მიმართ, რომელიც დაკავებულ იქნა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო და რომელსაც არ მოუპოვებია საქართველოში ყოფნის ნებართვა ან არ მიუღია საქართველოში დროებითი ყოფნის უფლება;
    ვ) მისი საქართველოდან გაძევება ხდება ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
    ზ) მისი საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ მან განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ;
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

თ) იგი ამ კანონის 51 1  მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.
10. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადა შეიძლება შემცირდეს ან/და ამ ვადის გასვლამდე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, თუ:
    ა) არსებობს უცხოელის მიმალვის საფრთხე;
    ბ) უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: ბ.ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ უცხოელი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ბ.ბ) უცხოელმა განმეორებით მოითხოვა საერთაშორისო დაცვა ან/და სააგენტოს მიმართა საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ; ბ.გ) უცხოელი ამ კანონის 51 1  მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

article  54

11. უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად საჩივრდება საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილებით მისი საქართველოში შემოსვლის აკრძალვის ვადის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება.
12. თუ უცხოელი ნებაყოფლობით არ დატოვებს საქართველოს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გირაო გამოიყენება საქართველოდან მის გაძევებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად.
13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების შემთხვევაში უცხოელი არ თავისუფლდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის მისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისგან.