FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  89

ბუნებრივი გაზის საცავის წესები.
1. ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ოპერირება და მართვა ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცავის წესებით დადგენილი დებულებების დაცვით.
2. ბუნებრივი გაზის საცავის წესები განსაზღვრავს:
    ა) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის ტექნიკურ პარამეტრებს;
    ბ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტის უსაფრთხო ოპერირების ტექნიკურ და სხვა სახის მოთხოვნებს ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული მომსახურების საიმედოდ და დადგენილი ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად გაწევის მიზნით;
    გ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე მესამე პირის დაშვების პროცედურას, წესსა და პირობებს, მათ შორის, ამ კანონის 87-ე და 88-ე მუხლების შესაბამისად, მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებით ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის მიერ გასაწევ მომსახურებას;
    დ) სიმძლავრის განაწილების მექანიზმსა და გადატვირთვის მართვის პროცედურებს ამ კანონის 90-ე მუხლის შესაბამისად;
    ე) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტების სიმძლავრის გაზომვის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტში ჩაჭირხნული და ამ ობიექტიდან მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის აღრიცხვის პროცედურასა და წესს;
    ვ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტისა და ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და შესაბამის შემთხვევებში განვითარების დაგეგმვის კრიტერიუმებს;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  89

ზ) სისტემით მოსარგებლეების იმ უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც უკავშირდება ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტით სარგებლობას;
    თ) ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ზოგად წესებსა და პირობებს;
    ი) ბუნებრივი გაზის საცავთან დაკავშირებული ხელშეკრულებიდან ან/და ბუნებრივი გაზის საცავის ობიექტზე დაშვებასთან და მის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობებიდან გამომდინარე დავის განხილვისა და გადაწყვეტის წესს;
    კ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული, ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის, აგრეთვე შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებისთვის საჭირო მონაცემებისა და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს, მათ შორის, ყველა შესაბამისი პუნქტის განმარტებას და ინფორმაციის გამოქვეყნების გრაფიკს;
    ლ) ურთიერთდაკავშირებული სისტემების სხვა ოპერატორებთან მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლის მეთოდს;
    მ) ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის კომპეტენციის ფარგლებში ენერგოეფექტურობასა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;
    ნ) ბუნებრივი გაზის საცავის მოწყობილობის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ სხვა წესებსა და პირობებს.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  89

3. ბუნებრივი გაზის საცავის წესებს შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის  საცავის სისტემის ოპერატორი,   ხოლო   გადასინჯავს   და  ამტკიცებს   კომისია.  კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ წესებში ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით  ან თავისი ინიციატივით −  ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის    შემდეგ.  ბუნებრივი  გაზის საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის  გავლას და ბუნებრივი   გაზის   საცავის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას.
4. ბუნებრივი გაზის საცავის წესები ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე.