FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  7

სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები.
1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის სფეროში.
2. სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
    ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;
    ბ) საავიაციო, სახმელეთო, სარკინიგზო, საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროებში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;
ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

article  7

გ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას უსაფრთხოებისა და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;
    დ) ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა, გარდა სპეციალური ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობისა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო;
    ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდების, საზღვაო გემებისა და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  სახელმწიფო რეგისტრაცია;
    ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;
    ზ) მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა.
5. შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების  ტექნიკური რეგულირებისა და ინსპექტირების ორგანოა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2399 - ვებგვერდი, 16.05.2014წ.