Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 25 პასუხისმგებლობის ზომები. 1. ამ კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობაა: ა) 500 ლარი – დაცვითი ორგანიზაციისთვის დამტკიცებული მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის; ბ) 1000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი; გ) 1 000 ლარი – დაცვითი საქმიანობის მცველის მოწმობის გარეშე განხორციელებისთვის; დ) 3000 ლარი – მცველების კარტოთეკისა და პირადი ბარათების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; დაცვით ორგანიზაციას იმავე ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, თუ მის მიერ დაქირავებული მცველი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, თუკი დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ე) 4000 ლარი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; ვ) 5000 ლარი – დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების წარუდგენლობისთვის; |
კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ article 25 ზ) 6000 ლარი – ამ კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის; თ) 7000 ლარი – მცველის დაზღვევის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, თუ დარღვევა არ იქნა გამოსწორებული კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში; ი) 10000 ლარი – დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაცვითი საქმიანობის განხორციელებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა შეიძლება დაეკისროს დაცვით ორგანიზაციას, ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს. 3. ჯარიმის დაკისრებისას სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისთვის. 4. დადგენილ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ დარღვევის გამოუსწორებლობა გამოიწვევს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში. 6. ჯარიმის დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის იძულებითი წესით გადახდევინება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. |