Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ამნისტიის შესახებ article 5 ე) ერთი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ვ) ერთი მეექვსედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ზ) ერთი მეხუთედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა. |
ამნისტიის შესახებ article 5 1. გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე ან 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში: ა) გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; ბ) გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; გ) ორი მესამედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანს ან განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე ქალს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; დ) ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელმაც ჩაიდინა ამ კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრული დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ან შეუტყობინებლობა; |