FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  266

კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის.
1. ლიცენზია გაიცემა, თუ თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ხდება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის.
2. ლიცენზიის გამცემია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  266

კონვენციის II დანართში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება კომერციული მიზნით ექსპორტისთვის. .
3. ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით. აუქციონი იმართება ელექტრონული ფორმით ან მის გარეშე. აუქციონის გამართვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.
4. აუქციონის გამართვამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამეცნიერო საბჭოს დასკვნის საფუძველზე ადგენს თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვების რაოდენობრივ, თვისებრივ და დროში განსაზღვრულ ნორმებსა და წესებს.
5. აუქციონის გამართვის, გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესს ადგენს ლიცენზიის გამცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
6. ლიცენზია გაიცემა არაუმეტეს 20 წლის ვადით. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, საქართველოს მთავრობის თანხმობით გააგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებისას მხარეთა (საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო და ლიცენზიის მფლობელი) შეთანხმებით შესაძლებელია სალიცენზიო პირობების (გარდა ნორმატიული აქტით დადგენილი პირობებისა) შეცვლა ან/და დამატებითი სალიცენზიო პირობების დადგენა.
საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

article  266

7. ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
8. არასაექსპორტო მიზნით თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.
9. ექსპორტისთვის თეთრყვავილას ბოლქვის ან/და ყოჩივარდას გორგლის ბუნებაში მოპოვება ლიცენზიას არ საჭიროებს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორის მიერ წლის განმავლობაში მოპოვებული ნიმუშის საექსპორტო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის   კანონი №935  –  ვებგვერდი, 07.07.2025წ.