FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება.
1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ანგარიშვალდებული პირი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი;
    ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება;
    გ) არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი − საქართველოს კანონმდებლობით ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაერთიანება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა და სხვა), რომელსაც აქვს შიდაორგანიზაციული სტრუქტურა/მოწყობა და რომელიც მესამე პირთან ურთიერთობაში საკუთარი სახელით გამოდის, ამასთანავე, იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის;
    დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი;
    ე) გაეროს სანქციების კომიტეტი − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი სანქციების შესაბამისი კომიტეტი;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
    ზ) გარიგება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული გარიგება;
    თ) დაკავშირებული გარიგებები − დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები, რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება. ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ გარიგების თანხის დანაწევრებით ამავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა;
    ი) დასაბუთებული ვარაუდი − ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ი-1) გონივრული საფუძველი − საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიერ კონკრეტული პირის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ამ პირის ტერორიზმის დაფინანსებასთან ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან კავშირში დაარწმუნებდა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება;
    კ) ერთჯერადი გარიგება − გარიგება (გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან შესრულებული გარიგებისა), რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს;
    ლ) ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა;
    მ) საზედამხედველო ორგანო − ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება, რომელიც ამოწმებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ნ) იდენტიფიკაცია − პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა;
    ო) ადგილსამყოფელი იურისდიქცია − ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან/და საქმიანობას ახორციელებს;
    პ) კლიენტი − პირი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან ანგარიშვალდებულ პირთან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით;
    ჟ) კომპეტენტური ორგანო − სამსახური, საზედამხედველო ორგანო ან ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა;
    რ) კონფიდენციალური ინფორმაცია − ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს, კომერციულ საიდუმლოს ან/და პერსონალურ მონაცემებს;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ს) პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი;
    ტ) პოლიტიკურად აქტიური პირი − ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი;
    უ) საერთაშორისო ორგანიზაცია − მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია;
    ფ) საეჭვო გარიგება − გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას; ფ-1) საფუძვლიანი ეჭვი − ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება, ამასთანავე, ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა;
    ქ) საკორესპონდენტო ურთიერთობა − ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანი ურთიერთობა;
    ღ) სამსახური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ყ) სანქციადაკისრებულ პირთა სია − იმ ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა სია, რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება;
    შ) საქმიანი ურთიერთობა − ანგარიშვალდებულ პირსა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს;
    ჩ) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისი, რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა (მათ შორის, მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა);
    ც) ტერორიზმის დაფინანსება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-1 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული;
    ძ) უჩვეულო გარიგება − ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა;
    წ) ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა − „ტრასტების მიმართ გამოყენებადი სამართლებრივი ნორმებისა და მათი აღიარების თაობაზე“ ჰააგის 1985 წლის 1 ივლისის კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ან სტრუქტურულად/ფუნქციურად მისი მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობა;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ჭ) ფინანსური დაზვერვის სამსახური − სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებისა და ანალიზისთვის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის გადაცემისთვის;
    ხ) ფინანსური ინსტიტუტი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;
    ჯ) ფიქციური ბანკი − კომერციული ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი იმ იურისდიქციაში, რომელშიც არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული;
    ჰ) ფულადი სახსრების გადარიცხვა − ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია; ჰ​-1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები; ჰ-2) შესაბამისობის კონტროლის სისტემა − ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული შიდა კონტროლის პოლიტიკის, წესების, სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა; ჰ-3) ხელმძღვანელობა − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ და თანამდებობრივად უფლებამოსილია, მიიღოს ამ რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება;
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  2

ჰ-4) ჯგუფი − სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ჰ-1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია.
2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.