FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

პენიტენციური კოდექსი

article  63

სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი.
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური საშუალებები:
    ა) ხელბორკილი;
    ბ) დამაწყნარებელი პერანგი;
    გ) დამაწყნარებელი სკამი;
    დ) დამაწყნარებელი საწოლი;
    ე) ხელკეტი;
    ვ) ცრემლსადენი გაზი;
    ზ) წიწაკის გაზი;
    თ) არალეტალური იარაღი;
    ი) აკუსტიკური საშუალება;
    კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
    ლ) წყალსატყორცნი;
    მ) სასამსახურო ძაღლი.
2. სპეციალური საშუალებები გამოიყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების ღონისძიების განსახორციელებლად შემდეგ შემთხვევებში:
    ა) ხელბორკილი – იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; ცდილობს გაქცევას;
    ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი – იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარი თავი ან სხვა; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;
პენიტენციური კოდექსი

article  63

6. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ხოლო სპეციალური საშუალების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებისთვის − სპეციალური საშუალების გამომყენებელ პირს.
7. სპეციალური საშუალების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა) გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და ექიმს ან ექთანს. სპეციალური საშუალების გამოყენების შემდეგ, პირველი შესაძლებლობისთანავე ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო შემოწმება.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება გამოყენებული სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. ოქმის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის სამსახურის გენერალურ დირექტორს.
პენიტენციური კოდექსი

article  63

10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას, გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და მისი გაქცევის თავიდან ასაცილებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ სპეციალური საშუალების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა) გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს.
11. სპეციალური საშუალებები (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.
პენიტენციური კოდექსი

article  63

გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის და სხვისი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად, დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად;
    დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
    ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
    ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად, მის მიერ დაკავებული იმ ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც იგი თავს აფარებს;
პენიტენციური კოდექსი

article  63

ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
    თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას; აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.
3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს იმ პირს, რომლის მიმართაც შესაბამისი ღონისძიება ხორციელდება.
4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.
5. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი და მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
პენიტენციური კოდექსი

article  63

12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც შექმნილი საფრთხის აღმოსაფხვრელად იმავე ნაწილის „ა“–„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ, რომლებზედაც შესაბამისი უფლებამოსილი პირი უკვე ახორციელებს კონტროლს.
13. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება, გარდა უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლით განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელია.
14. დაუშვებელია პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანისას ან გადაყვანისას ისეთი სპეციალური საშუალების გამოყენება, რომელიც იწვევს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.
პენიტენციური კოდექსი

article  63

15. ქალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, თავდასხმის მოსაგერიებლად და შეიარაღებული პირის დასაკავებლად შესაძლებელია აგრეთვე იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება.
16. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, როგორც წესი, არ იყენებს სპეციალურ საშუალებებს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.
17. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული შესაბამისი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობა.
18. მოსამსახურის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების სახეები, ამ საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.