Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ტურიზმის შესახებ article 34 სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის განხორციელება. 1. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. 2. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობის სფერო და კომპეტენციები დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. 3. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მქონე პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს მიერ სერტიფიცირებული ფიზიკური პირი. 4. სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს შესაბამისად სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის სერტიფიცირების მიმართულებით. |
ტურიზმის შესახებ article 34 5. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო აწარმოებს სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრს და გასცემს სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალურ მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომლის ფორმას ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 6. ამ მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. 7. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია პირის სერტიფიცირების, აგრეთვე შესაბამისი სერტიფიკატის გაუქმების ან/და შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას. 8. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს სერტიფიცირებული სამთო გამყოლების, სათხილამურო გამყოლებისა და ალპური გამყოლების რეესტრის საჯაროობა და მუდმივი განახლება. |
ტურიზმის შესახებ article 34 9. სერტიფიცირებული პირების მიერ სერტიფიცირების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მათ მიმართ სათანადო ზომების მიღებას. 10. სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი ვალდებული არიან საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ დაზღვევის პირობები (მათ შორის, ლიმიტები) და განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 11. ავტორიზებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. |