Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 74 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ ამ კანონის 56-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტითა და 61-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას; ბ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მეურვით/მზრუნველით/მხარდამჭერით უზრუნველყოფს კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ არასრულწლოვანს და იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის ყოლას, ამასთანავე, არასრულწლოვანს განათავსებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით; გ) ამ კანონის აღსრულებისთვის პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან ან/და კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს ან/და ახორციელებს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის პროგრამებს და ხელს უწყობს ამ პროგრამებში მათ ჩართვას. |