Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 67 საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ან მისი ბათილად ცნობა. 1. საბაჟო ორგანომ დეკლარანტს მისი განცხადების საფუძველზე შეიძლება მისცეს უფლება, წარდგენილ საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში შეიტანოს ცვლილება. 2. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, თუ: ა) საბაჟო ორგანომ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარმდგენს შეატყობინა ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის შემოწმების განზრახვის შესახებ; ბ) საბაჟო ორგანომ დაადგინა დეკლარირებული მონაცემების მცდარობა; გ) საქონელი წარედგინა საბაჟო ორგანოს. 3. თუ საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი არ იქნა, საბაჟო ორგანომ ეს დეკლარაცია ბათილად უნდა ცნოს: ა) დეკლარანტის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე; ბ) ამ დეკლარაციის წარდგენიდან 200 დღის გასვლის შემდეგ. 4. საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციაში ცვლილების შეტანისა და მისი ბათილად ცნობის წესები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. |