Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სარკინიგზო კოდექსი article 61 ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა. 1. მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას ახორციელებს რკინიგზა სატრანსპორტო პოლიციის მეშვეობით, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზის შესაბამისი სამსახური. 2. იმ ტვირთის ნუსხას, რომელიც მოითხოვს პოლიციის მიერ დაცვასა და თანხლებას, რკინიგზა ადგენს სატრანსპორტო პოლიციასთან შეთანხმებით. სატრანსპორტო პოლიცია პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე. 3. ტვირთს, რომელიც გადაიზიდება განსაკუთრებული პირობებით, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. |