Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თბილისის ეროვნული პარკის შესახებ article 5 თბილისის ეროვნული პარკის შექმნასთან დაკავშირებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს კანონი არ ვრცელდება თბილისის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში (გარდა „საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ტყეთმოწყობის მეორე თათბირის 1992 წლის 4 თებერვლის სხდომის ოქმით დასამტკიცებლად რეკომენდებული საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1991–2001 წლებისათვის შედგენილი პროექტით განსაზღვრული ტერიტორიისა) ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ: ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევებში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით); ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე; გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე. საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი № 1533 -სსმ I, № 21 , 0 3 .0 8 . 200 9წ; მუხ. 118 |