FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  221

სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია.
1. ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს, სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.
2. სამსახური ინფორმაციას/დოკუმენტს სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური.
3. ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან სხვადასხვა ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სუბიექტისთვის/პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის პირველად ჩაბარების თარიღი.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  221

4. მატერიალური ფორმით წარდგენილ დოკუმენტს სამსახური აგზავნის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ რეესტრში მითითებულ იურიდიულ მისამართზე ან/და ფაქტობრივ მისამართზე. ამ დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს ჩაუბარებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.
5. ინფორმაცია/დოკუმენტი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას ელექტრონული ფორმით წარედგინება ელექტრონული ფოსტის ან/და ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით. ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
6. ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებას ადრესატი ელექტრონული საშუალებით ადასტურებს.
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

article  221

7. ანგარიშგების ვებგვერდის (www.reportal.ge) მეშვეობით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, რასაც იგი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით ადასტურებს. თუ ანგარიშგების ვებგვერდის მეშვეობით წარდგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარებას ადრესატი შესაბამისი ტექნიკური საშუალებით არ ადასტურებს, სამსახური უფლებამოსილია ეს აქტი, მატერიალური ფორმით ჩაბარების ნაცვლად, მისი ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ გაასაჯაროოს ანგარიშგების ვებგვერდზე გამოქვეყნებით. აღნიშნული აქტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.
71. სამსახური სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო მისთვის ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გასაჯაროებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს, რომელიც ადრესატს სავალდებულო შეტყობინების ფორმით წარუდგენს ინფორმაციას აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე.
8. სამსახურსა და სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას შორის მიმოწერის წესს ადგენს სამსახური.