FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  159

6. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დადგენილების აღსრულებას და საჭიროების შემთხვევაში მისი აღსრულების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შეიძლება წარდგენილ და განხილულ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის შესრულების მიზნით პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტის წევრებისგან ქმნის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს. აუდიტის ჯგუფის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით. ამასთანავე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს პარლამენტის კომიტეტების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვას.
8. აუდიტის ჯგუფი ანგარიშვალდებულია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე. აუდიტის ჯგუფის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  159

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშებისა და რეკომენდაციების (არსებობის შემთხვევაში) განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა.
10. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს (არსებობის შემთხვევაში) პარლამენტს წარუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს აგრეთვე წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე.
11. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში არანაკლებ ერთხელ წარუდგინოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენება.
12. აუდიტის ჯგუფის სხდომები საჯაროა. აუდიტის ჯგუფი ვალდებულია პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში თვეში ერთი სხდომა მაინც მოიწვიოს.
13. აუდიტის ჯგუფი შეიმუშავებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს შესაბამისი რეკომენდაციებით და მას აღნიშნულ კომიტეტს წარუდგენს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  159

14. სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავისი საქმიანობის გეგმის შედგენისას ითვალისწინებს პარლამენტის კომიტეტების, დროებითი საგამოძიებო კომისიებისა და დროებითი კომისიების წინადადებებს.
15. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია პარლამენტის შესაბამის კომიტეტსა და დროებით საგამოძიებო კომისიას გადასცეს აუდიტის მასალები.
16. პარლამენტისა და დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს არაგეგმურ აუდიტსა და შემოწმებას.
17. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი ხორციელდება „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და აუდიტორული ფირმის შერჩევაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 160-ე მუხლის მე-9–მე-12 პუნქტებით დადგენილი წესი.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  159

პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგება პარლამენტის წინაშე.
1. პარლამენტი საჯარო სახსრების მართვის კონტროლს უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით.
2. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარი ანგარიშისა და სრული ანგარიშის წარდგენის დროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ორჯერ წარადგენს მოხსენებას საქართველოს მთავრობის ანგარიშის თაობაზე.
4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის ანგარიშს. ამ ანგარიშს დანართის სახით უნდა ერთოდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის დადგენილებას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება აისახოს აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული და პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები და მიეთითოს მათი შესრულების ვადები. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე მომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.