Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ article 24 1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანების შესასრულებლად, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, შეიძლება შემოღებულ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობა. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობის თავმჯდომარე. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები განისაზღვრება ამ კანონითა და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი: ა) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას; ბ) ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს, აგრეთვე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; გ) ასრულებს მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; დ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს. 6. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი, რომლის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს მთავრობა. 7. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს უფლებამოსილება უწყდება ამ კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. |