Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პროკურატურის შესახებ article 301 მეკავშირე პროკურორი და დამხმარე. 1. ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს მეკავშირე პროკურორის ან დამხმარის მეშვეობით, „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 2. მეკავშირე პროკურორად და დამხმარედ გენერალური პროკურორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ნიშნავს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს. 3. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე შედიან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის პერსონალის შემადგენლობაში და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სფეროში თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენენ საქართველოს. 4. მეკავშირე პროკურორი და დამხმარე იმყოფებიან გენერალური პროკურორის ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში. 5. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი, სამუშაო მივლინების ხანგრძლივობა და გამოწვევის წესი განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. |
პროკურატურის შესახებ article 301 6. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილ მეკავშირე პროკურორს ან დამხმარეს როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით 1 წლამდე გაუგრძელოს. 7. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მატერიალურ-ტექნიკურ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პროკურატურა. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის თანამდებობრივი სარგოები და მათი სამუშაო მივლინებების ხარჯები განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 8. მეკავშირე პროკურორის, დამხმარისა და მათი ოჯახის წევრების პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობის მიზნით ანაზღაურებადი ერთჯერადი თანხა, მისი მიზნობრიობა და ოდენობა, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თავისებურებათა გათვალისწინებით, განისაზღვრება გენერალური პროკურორის ბრძანებით. 9. მეკავშირე პროკურორის, დამხმარის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა დაფარავს ყველა ხარჯს, მათ შორის, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს. |
პროკურატურის შესახებ article 301 10. მეკავშირე პროკურორისა და დამხმარის მიერ სამსახურის გავლისა და მათი გამოწვევის შემთხვევებში გამოიყენება, აგრეთვე მეკავშირე პროკურორზე, დამხმარესა და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები. |