FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 18

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) აზარტული თამაშობები – თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ეს თამაშობები ტარდება ბანქოს, კამათლის (გარდა ნარდისა), სათამაშო ბორბლის (რულეტის), სათამაშო აპარატის, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში ან/და ამ მუხლის „გ-1“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; ა-1) აზარტული ტურნირი − თამაშობა, რომელსაც ატარებს სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდის მეშვეობით. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს და არ იხდის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს, მას უფლება არ აქვს, აზარტული ტურნირის ჩატარებიდან მიიღოს შემოსავალი. აზარტული ტურნირის ორგანიზება დასაშვებია როგორც სამორინეს ან/და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ა-2) სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება – ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა;
    ბ) მოთამაშე – პირი, რომელიც თამაშობაში მონაწილეობს მოგების მიღების მიზნით, გარდა ამ მუხლის „ბ-3“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა; ბ​-1) თამაშზე დამოკიდებული პირი (შემდგომ − დამოკიდებული პირი) − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაშის დაუძლეველი სურვილი და მათზე დამოკიდებულება და რომლის შესახებ მონაცემებიც შეტანილია ამ მუხლის „ბ​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დამოკიდებულ პირთა სიაში;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ბ​2) დამოკიდებულ პირთა სია − აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემების ბაზა, რომელშიც პირის თაობაზე მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების ან თავად ამ პირის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის საფუძველზე; ბ​-3) აკრძალული პირი − პირი, რომელსაც ეკრძალება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილეობა. ამ კანონის მიზნებისთვის აკრძალული პირი არის: ბ​3.ა) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირი (მათ შორის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი); ბ​3.ბ) „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოში დასაქმებული პირი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ბ​3.გ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი; ბ​3.დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი; ბ-3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა;
    გ) სამორინე – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, სამორინის მაგიდის, კლუბის მაგიდის, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის (გარდა სათამაშო აპარატისა) მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს და ფულადი მოგების გათამაშებას; გ-1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება – სამორინეში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

დ) სამორინის მაგიდა – სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც სამორინის წარმომადგენელსა და მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის მიმდინარეობს აზარტული თამაშობა სათამაშო ბორბლის (რულეტის), ბანქოს, კამათლის ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით. ამ კანონის მიზნებისთვის სამორინის მაგიდად მიიჩნევა აგრეთვე ჰიბრიდული ელექტრომექანიკური სათამაშო ბორბალი (რულეტი), რომელიც მექანიკურად ამოქმედდება. სამორინის მაგიდა, რომელზედაც სამორინის ორ ან ორზე მეტ წარმომადგენელსა და  მოთამაშეს/მოთამაშეებს შორის ერთდროულად ორი ან ორზე მეტი თამაშობა მიმდინარეობს, იმდენ სამორინის მაგიდად მიიჩნევა, სამორინის რამდენ წარმომადგენელთანაც მიმდინარეობს თამაშობა; დ-1) კლუბის მაგიდა − სპეციალურად მოწყობილი მაგიდა, რომელზედაც მოთამაშეებს შორის თამაშობა მიმდინარეობს ბანქოს მეშვეობით. თამაშობაში ბანქო შეიძლება დაარიგოს აზარტული თამაშობის ორგანიზატორის (გარდა სათამაშო აპარატების სალონისა) წარმომადგენელმა;
    ე) სათამაშო დარბაზი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, რომელშიც ეწყობა/ტარდება ტოტალიზატორი, ბინგო, ლოტო, ხოლო სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში, აზარტულ კლუბში − სპეციალური ადგილი, სადაც ტარდება აზარტული თამაშობები. სათამაშო დარბაზი არ უნდა ჩანდეს შენობის/ნაგებობის გარეთა მხრიდან;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ვ) სათამაშო აპარატების სალონი – სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი სათამაშო აპარატების მეშვეობით ახორციელებს აზარტულ თამაშობებს; ვ-1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება − სათამაშო აპარატების სალონში დაშვებული აზარტული თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა;
    ზ) სათამაშო აპარატი – ელექტრონული, მექანიკური ან  ელექტრომექანიკური მოწყობილობა ან სხვა სპეციალიზებული მოწყობილობა, რომელსაც აქვს სპეციალური პროგრამა ან/და მექანიზმი, რომელიც იძლევა ფულად მოგებას ან ფულადი მოგების განსაზღვრის საშუალებას. სათამაშო აპარატი, რომელზედაც ერთი ან/და რამდენიმე თამაშობა მიმდინარეობს, რომელზედაც თამაში ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია და რომელიც რამდენიმე სათამაშო ადგილისგან შედგება, იმდენ სათამაშო აპარატად მიიჩნევა, რამდენი სათამაშო ადგილისგანაც შედგება იგი (გარდა იმ ელექტრონული სათამაშო ბორბლისა (რულეტისა), რომლის მეშვეობითაც ერთი სახეობის რულეტით ან/და რამდენიმე სახეობის რულეტით თამაშობა მიმდინარეობს);
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ზ-1) აზარტული კლუბი − სპეციალურად მოწყობილი შენობა/ნაგებობა ან შენობის/ნაგებობის ნაწილი, სადაც თამაშობის ორგანიზატორი კლუბის მაგიდის/კლუბის მაგიდების მეშვეობით ბანქოთი თამაშობებს ახორციელებს;
    თ) ლატარია – ნებაყოფლობითი ჯგუფური ან მასობრივი თამაშობა, რომლის დროსაც ლატარიის ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა ლატარიის რომელიმე ბილეთზე დამოკიდებული არ არის ლატარიის ორგანიზატორის ან სხვა სუბიექტის ნება-სურვილსა და მოქმედებაზე, წარმოადგენს შემთხვევითობას და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. ლატარიის სახეებია: თ.ა) ტირაჟიანი ლატარია – ლატარია, რომლის ჩატარების პროცესი დაყოფილია ტირაჟებად, ცალკეულ სრულ ციკლებად, ბილეთის დამზადებიდან და რეალიზაციიდან – საპრიზო ფონდის გათამაშების ჩათვლით. ლატარიის ბილეთის მფლობელი ბილეთის მომგებიანობას ადგენს მხოლოდ გათამაშების ჩატარების შემდეგ; თ.ბ) მომენტალური ლატარია – ლატარია, რომლის გათამაშების შედეგი ირკვევა ადგილზე ბილეთის შემოწმების ან უშუალოდ ბილეთზე გათამაშების ჩატარების გზით; თ.გ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385); თ.დ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385); თ.ე) (ამოღებულია - 08.06.2016, №5385);
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ო.ბ) ბინგო – ჯგუფური თამაშობა, რომელშიც რიცხვითი ბარათების ან ელექტროტაბლოს მეშვეობით ფიქსირდება მოგება სპეციალური მოწყობილობიდან ამოსული რიცხვითი კომბინაციების დამთხვევით და მოგება განისაზღვრება საპრიზო ფონდის ოდენობიდან. ბინგო ტარდება სპეციალურად მოწყობილ შენობაში და მის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება შენობაში არსებული სათამაშო ადგილების რაოდენობით; ო.გ) ტოტალიზატორი – თამაშობა, რომელიც იმართება მოთამაშეების მიერ შეჯიბრების მიმდინარეობის, თამაშობის, რაიმე მოვლენის/მოვლენების შედეგის პროგნოზზე ფსონების დადებით, ხოლო მოგება დამოკიდებულია ფსონის მოცულობასა და შედეგზე. აკრძალულია ტოტალიზატორის მოწყობა იმ შემთხვევებში, როდესაც შედეგი შესაძლოა წინასწარ იყოს ცნობილი ერთ-ერთი ან ორივე მხარისთვის. ტოტალიზატორი იმართება სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ან შენობა-ნაგებობის ნაწილში ან/და ამ მუხლის „ო.გ-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით; ო.გ-1) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება − ტოტალიზატორში დაშვებული მომგებიანი თამაშობების ინტერნეტის, ტელეფონის ან/და სპეციალურად მოწყობილი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართვა;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ო.დ) წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომლის დროსაც ორგანიზატორი საჯაროდ გამოქვეყნებული, დადგენილი წესისა და პირობების დაცვით ათამაშებს საპრიზო ფონდს. მოგების დამთხვევა   რომელიმე  ბილეთზე დამოკიდებული  არ  არის  ორგანიზატორის  ან სხვა სუბიექტის  ნება-სურვილსა  და ქმედებაზე, შემთხვევითობაა და არ შეიძლება იყოს სპეციალურად მოწყობილი. წამახალისებელი გათამაშება ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების)   სწრაფად და ეფექტიანად რეალიზების მიზნით, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ შემთხვევაში. წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა  უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა გაიცემა   კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელზე ან მის წარმომადგენელზე, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევისა. დაუშვებელია წამახალისებელ  გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით საფასურის დაწესება;
    პ) თამაშობის ორგანიზატორი − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  3

ჟ) სამორინის სეიფი – სპეციალურად მოწყობილი, უფანჯრო ოთახი, რომელსაც აქვს ერთი შესასვლელი კარი და სადაც ინახება სამორინის სარეზერვო თანხა (თითოეულ სამორინის მაგიდაზე − არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით), სამორინის სათამაშო ინვენტარი, რომელიც სტაციონარულად დამონტაჟებული არ არის (ბურთულები რულეტისთვის, სათამაშო ჟეტონები, ბანქოს დასტები, ბანქოს დასარიგებელი კარაბინები და სინები, კამათლები და სხვა);
    რ) ლატარიის ორგანიზატორი – ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირი – ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელი პირი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამავე კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
    ს) წამახალისებელი გათამაშების ეტაპი – პროცესი, რომელიც იწყება ბილეთების დამზადებიდან და რეალიზაციიდან და მთავრდება საპრიზო ფონდის გათამაშებით;
    ტ) აგენტი – პირი, რომელიც ლატარიის ორგანიზატორს უწევს სარეალიზაციო მომსახურებას და საცალო რეალიზატორს ან სხვა აგენტს აწვდის ლატარიის ბილეთებს მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აგენტს უფლება აქვს, თავად შეასრულოს საცალო რეალიზატორის ფუნქცია;