Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 7 საბიუჯეტო პროცესის მონაწილეთა უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. 1. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის მომზადებისთვის, რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის მომზადებისთვის და დამტკიცებული რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და ანგარიშგებისთვის პასუხისმგებელია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში წარდგენაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შესახებ კანონის პროექტის წარდგენაზე, რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური შესრულების ანგარიშის წარდგენაზე – ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 2. რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და რესპუბლიკური ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. 3. ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება აღირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის მეშვეობით, მათი წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 7 4. ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი, ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური და ერთიანი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტების სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებაზე პასუხისმგებელია ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 5. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას. 6. ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო. 7. ამ კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბიუჯეტის პროექტის განხილვასა და დამტკიცებაზე და ბიუჯეტის კონტროლზე უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 7 8. ამ კანონის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ვრცელდება ამ კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული რეგულაციები, მათ შორის, შემდეგ ღონისძიებებთან დაკავშირებული დებულებები: ა) სესხის აღება და თავდებობა; ბ) ბიუჯეტის, სახელფასო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; გ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება და ბალანსის წარმოება. 9. საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ ურთიერთობებში, მათ შორის, შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებით, შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები ითვლება ამ წყაროდან მიღებულ სახსრებად ეკონომიკურ საქმიანობაში ან/და საოჯახო მეურნეობებში გადასვლამდე, განურჩევლად მათი საბოლოო განმკარგავი იურიდიული პირის სტატუსისა. 10. ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები: |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 7 ა) უფლებამოსილი არიან, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით გახსნან მიმდინარე ან/და სადეპოზიტო ანგარიშები კომერციულ ბანკებში. დაუშვებელია, მიმდინარე ანგარიშზე ანგარიშის მფლობელმა განახორციელოს სხვა ოპერაციები, გარდა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი ანგარიშიდან სახსრების გადატანისა, სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ ანგარიშზე სახსრების დაბრუნებისა, სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის გადატანისა და სადეპოზიტო ანგარიშიდან თანხის დაბრუნებისა. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები აგრეთვე უფლებამოსილი არიან, ამ ანგარიშებზე არსებული სახსრები გამოიყენონ საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველყოფის საგნად ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 7 ბ) უფლებამოსილი არიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით გახსნან ანგარიში კომერციულ ბანკში მათ განკარგულებაში დროებით არსებული სახსრების ან/და იმ სახსრების განთავსების მიზნით, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს რესპუბლიკურ ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან გადამხდელს დაუბრუნდეს. ამ ანგარიშზე პროცენტების სახით დარიცხული თანხა ეკუთვნის ანგარიშის მფლობელს და დარიცხვისთანავე მიიმართება სახელმწიფო ხაზინაში არსებულ მის ანგარიშზე. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიების ამოქმედების შედეგად, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მესამე პირის მიერ წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ანგარიშებიდან ჩამოჭრილ თანხებს სახელმწიფო ხაზინა აღრიცხავს და ანგარიშგებაში ასახავს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ article 7 12. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ იურიდიულ პირებზე შეიძლება გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესი, თუ ეს გამომდინარეობს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. 13. ამ კანონის მე-6 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ანგარიშები გახსნილია სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში. ამ ანგარიშების მართვისა და ოპერირების კონტროლის, აგრეთვე ამ ანგარიშებიდან თანხის გადარიცხვაზე ნებართვის გაცემის უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა, აქვს მხოლოდ შესაბამის იურიდიულ პირს. დაუშვებელია ამ იურიდიული პირების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში, მათ ანგარიშებზე არსებული სახსრების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი გადახდების შეზღუდვა. 14. საბიუჯეტო პროცესში გამოიყენება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის შესაბამისი მოდულები. |