Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 13
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელება და ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულებები. 1. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება: ა) რისკის ანალიზის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით; ბ) თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ან ინფორმაცია პროდუქტთან დაკავშირებული რისკის შესახებ, კერძოდ, იმის თაობაზე, რომ პროდუქტის გამოყენება შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს; გ) თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ კოდექსითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 2. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობა ხორციელდება დოკუმენტური შემოწმებით ან/და ტექნიკური შემოწმებით. 3. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 4. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოსთან და, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლის დაშვება პროდუქტის წარმოების, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ადგილებში. 5. პროდუქტის დოკუმენტური შემოწმება ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე მისთვის პროდუქტთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების მიწოდებით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. 6. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება ხორციელდება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებსა და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში პროდუქტის ნიმუშის ტექნიკური შემოწმებით ან/და პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან აღებული ნიმუშის შემოწმებით/გამოცდით და მისი შედეგები ფორმდება შემოწმების ოქმით. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 7. საქართველოს ბაზარზე პროდუქტის ზედამხედველობის განხორციელებისას საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს როგორც მთლიანად პროდუქტის ყველა მახასიათებელი, ისე პროდუქტის კონკრეტული კომპონენტი ან ის მახასიათებელი, რომლის თაობაზედაც მას აქვს რისკის შესახებ ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი. 8. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურები პროდუქტის წარმოების, დასაწყობებისა და შენახვის ადგილებში ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს. 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს იმ პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების მისთვის გადაცემა, რომლის თაობაზედაც მას აქვს ინფორმაცია ან/და საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროდუქტი შესაძლოა შეიცავდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისა და გარემოსთვის, იმ რაოდენობით, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელებისთვის. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 10. ამ მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომლის ფიზიკური მახასიათებლების ან/და სხვა თვისებრივი მახასიათებლების გამო ვერ მოხერხდება პროდუქტის ნიმუშის აღება. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროდუქტის შემოწმება შეიძლება ადგილზე განხორციელდეს. 11. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუში/ნიმუშები, აგრეთვე ამავე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების შესყიდვისთვის გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტის ნიმუშის/ნიმუშების აღება საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში ხდება. 12. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია დამოუკიდებლად განახორციელოს ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული პროდუქტის ფარული შესყიდვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საფრთხის ეფექტიანად აღმოჩენასა და გამოვლენას. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 13. თუ პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს პროდუქტი არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს პროდუქტის ნიმუშის ღირებულება, აგრეთვე პროდუქტის ნიმუშის შემოწმებისა და ლაბორატორიული კვლევისთვის გაწეული ხარჯები საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მისთვის შესაბამისი მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში. 14. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მწარმოებლის მიერ წარმოებული კონკრეტული პროდუქტი ან/და პროდუქტების სერია არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, იგი უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის/ დადასტურებული საფრთხის შესაბამისად, დაუყოვნებლივ მოსთხოვოს ეკონომიკურ ოპერატორს პროდუქტის/პროდუქტების რეალიზაციის შეჩერება, ბაზრიდან ამოღება, გამოთხოვა ან/და განადგურება ეკონომიკური ოპერატორის ხარჯზე. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 15. თუ შემოწმებით გამოვლინდა დოკუმენტური შეუსაბამობა ან/და ტექნიკური შეუსაბამობა, რომელიც საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 42-7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია ეკონომიკურ ოპერატორს შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს. ეს ვადა არ უნდა იყოს 30 დღეზე მეტი. თუ ეკონომიკური ოპერატორი აღნიშნულ ვადაში ვერ აღმოფხვრის შეუსაბამობას, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია ამის თაობაზე შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია გადაამოწმოს შეუსაბამობის აღმოფხვრის ფაქტი. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 16. ეკონომიკური ოპერატორის მიერ პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების, ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან/და განადგურების შესახებ დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია გონივრულ ვადაში განმეორებით შეამოწმოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესაბამისი დადგენილების შესრულების ფაქტი. თუ ამ დადგენილების შესრულების განმეორებითი შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურმა ოპერატორმა არ შეასრულა აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულებები, მას დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის შესაბამისად. 17. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 42-7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 18. თუ პროდუქტი არ შეესაბამება სათანადო ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, ამასთანავე, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებას ან/და გარემოს ან/და რეალიზაციის შემდეგ, გამოყენების სტადიაზე ინარჩუნებს ასეთ საფრთხეს, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 42-7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის გამოთხოვის შესახებ. 19. თუ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის, ბირთვულ ნაერთებს, ან თუ პროდუქტი შეიცავს სხვაგვარ საფრთხეს, კერძოდ, პროდუქტი გადამუშავების შემდეგ შესაძლოა ინარჩუნებდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან/და გარემოსთვის, ეკონომიკურ ოპერატორს დაეკისრება ამ კოდექსის 42-7 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება პროდუქტის განადგურების შესახებ. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 20. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების შესახებ დადგენილებაში ეკონომიკურ ოპერატორს განესაზღვრება გონივრული ვადა აღნიშნული პროცესის კომპლექსურობიდან და სირთულიდან გამომდინარე. ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს წერილობით შეატყობინოს პროდუქტის ბაზრიდან ამოღების, გამოთხოვის ან განადგურების პროცესის დასრულების შესახებ. პროდუქტის ბაზრიდან ამოღებისთვის, გამოთხოვისთვის ან განადგურებისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე ეკონომიკურ ოპერატორს ეკრძალება პროდუქტის რეალიზაცია. 21. თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − შემოსავლების სამსახურს აქვს ინფორმაცია დადასტურებული საფრთხის შემცველი კონკრეტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე, იგი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა აღნიშნული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის დაუშვებლობის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 191 22. ამ მუხლის მე-14, მე-15, მე-17−მე-20 და 26-ე ნაწილებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიიღება დადგენილების სახით. მისი შესრულება სავალდებულოა. თუ ამ დადგენილების ადრესატისთვის ჩაბარება ვერ ხერხდება, ეს დადგენილება ჩაბარებულად მიიჩნევა საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული დადგენილების საჯაროდ გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას. 23. პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკონომიკური ოპერატორისთვის ამ კოდექსის 42-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შემდეგ პროდუქტის ბაზრიდან ამოღების შესახებ დადგენილება ამ მუხლის მე-20 ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამის თაობაზე გაიცემა სათანადო სააღსრულებო ფურცელი. 24. ამ მუხლის 22-ე ნაწილით განსაზღვრული დადგენილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო. |