Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ article 31 1. კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. 2. კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები. 3. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი. |