FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  300

უკანონო თევზჭერა.
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის მე-9–მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება ან აღნიშნული პირის მიერ იმ თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოციდან ორას ორმოცდაათ საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  300

3. 100 ტონის ან 100 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობისა და 8 მეტრი ან 8 მეტრზე მეტი სიგრძის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან ან 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის წყლის სატრანსპორტო საშუალებიდან თევზსარეწი იარაღით უკანონო თევზჭერა, ჩადენილი აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას, ან საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის დროს ან ეკოლოგიური უბედურების ზონაში, ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის ან მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიაზე, – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორას ორმოციდან სამას ოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
4. ელექტროდენით, თევზჭერის ელექტროიარაღით, სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამას ოციდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.