Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 58 წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ძირითადი მოთხოვნები. 1. საქართველოში წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია ხორციელდება დამტკიცებული წესების საფუძველზე, რომლის ძირითადი ელემენტებია: ა) საწარმოსა და წყლის ჩამოსხმის ტექნოლოგიური პირობები; ბ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიები; გ) გაბინძურებისგან დაცვის უზრუნველყოფა და საწარმოს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დ) შესაფუთი მასალები, მათ შორის წყალთან კონტაქტში მყოფი მასალები; ე) გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის სისტემა და რეჟიმი; ვ) ინსპექტირება და ტესტირება; ზ) დოკუმენტაცია და ჩანაწერები; თ) პროდუქციის ეტიკეტირება; ი) პროდუქციის შენახვის ვადა; კ) წყლის დამუშავების ტექნოლოგია; ლ) ფალსიფიკაციასთან ბრძოლის სისტემა. 2. წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის წესები განისაზღვრება დებულებით „წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაცის წესების შესახებ “. |