FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საზღვაო კოდექსი

article  343

1. თავისი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გემთმფლობელს უფლება აქვს, შექმნას ფონდი სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც მას მოთხოვნა წაუყენეს. ამასთანავე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციდან“ (MLC 2006) გამომდინარე ფინანსური გარანტიების სისტემა, ამ კონვენციის A2.5.2 სტანდარტის შესაბამისად, უნდა უზრუნველყოფდეს პირდაპირ წვდომას, საკმარის დაფარვასა და გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას საქართველოს დროშით მცურავ გემზე მყოფი მიტოვებული მეზღვაურისთვის.
2. ფონდი იქმნება იმ თანხის ოდენობით, რაც არ სცილდება გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლებს. ეს ფონდი იქმნება ფულადი შენატანების გზით (დეპოზიტით) ან სხვაგვარი უზრუნველყოფით, რომელიც აღიარებულია მისაღებად და საკმარისად სასამართლოში ან სხვა კომპეტენტურ ორგანოში, რომელშიც იქმნება ფონდი.