Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 4 ბავშვის საუკეთესო ინტერესები და ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმები. 1. ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას. 2. ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა. 3. ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/მზრუნველობა, შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა. 4. დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. 5. დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 4 6. დაუშვებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. |