FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  270

წინადადებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების აღმოფხვრის შესახებ.
1. საქმის განმხილველ ორგანოს (თანამდებობის პირს) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების დადგენისას შესაბამის საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში და თანამდებობის პირთან შეაქვს წინადადებები ამ მიზეზებისა და პირობების აღმოსაფხვრელად ზომების მიღების საჭიროების შესახებ. აღნიშნული ორგანიზაციები და პირნი ვალდებულნი არიან წინადადების მიღების დღიდან 1 თვის განმავლობაში გატარებულ ღონისძიებათა შესახებ აცნობონ წინადადების შემტან ორგანოს (თანამდებობის პირს).
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი და საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებული არიან ამ კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენიდან ან/და დადგენილების გამოტანიდან 10 დღის ვადაში აცნობონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს (ერთიან საინფორმაციო ბანკს).
21. სასამართლო  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე მიღებული დადგენილების ასლის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის (ერთიანი საინფორმაციო ბანკისთვის) გადაცემას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე/საჩივარზე დადგენილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  270

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში დაცული მონაცემები მუშავდება ადმინისტრაციული სახდელის დადების, აგრეთვე ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის, პოლიციის პრევენციული, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის, სარეგისტრაციო/სანებართვო საქმიანობის, მართლმსაჯულების განხორციელების, ადამიანური რესურსების მართვისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად.