Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 17 დაწესებულების უფლებები და ვალდებულებები ბავშვებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან მიმართებით. 1. დაწესებულება ახორციელებს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. 2. დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობებით დადგენილი განათლების უფლებისა და ბავშვისა და მისი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სხვა უფლებების დაცვასა და პატივისცემას; ბ) დაწესებულებისთვის დადგენილი სტანდარტების დაცვას; გ) ინკლუზიურ განათლებასთან, ძალადობისგან ბავშვის დაცვასთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარიასა და ჰიგიენასთან დაკავშირებული სტანდარტების შესაბამისად დაწესებულების სტრატეგიის შემუშავებას; დ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების სრულ გამჭვირვალობას; ე) ბავშვთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ეფექტიან ურთიერთობას. ვ) ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის საშუალებებით მიწოდებას. 3. საჯარო დაწესებულება უზრუნველყოფს: ა) ყველა ბავშვისთვის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიუხედავად; |
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ article 17 ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ჩართულობას. 4. დაწესებულება ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №433 – ვებგვერდი, 04.04.2025წ. |