Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ article 10 უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის თავისებურებანი. 1. უნივერსიტეტი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და უმაღლესი განათლების შემდგომ კვლევით პროგრამებს ახორციელებს დამოუკიდებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ შესაბამის სფეროში დადგენილ სტანდარტებზე დაბალი. 2. უნივერსიტეტი შეიმუშავებს აკადემიური ხარისხის მქონე პირთა (სამეცნიერო პერსონალი, პოსტდოქტორანტები, ასოცირებული თანამშრომლები და სხვა პირები) ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე აყვანის წესს. 3. პროფესორის არჩევის წესი, აკადემიური ხარისხის მინიჭების, სასწავლო კრედიტების აღიარებისა და უნივერსიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხები განისაზღვრება უნივერსიტეტის წესდებით. 4. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო აღმასრულებელი დირექტორის წარდგენის საფუძველზე აფასებს საგანმანათლებლო პროგრამის გარე რეფერირებისა და კოლეგიური ურთიერთშეფასების (Peer Review) მოთხოვნებთან შესაბამისობას. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნის შემთხვევაში მას ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორი, რის შემდეგაც საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ითვლება. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ article 10 5. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციიდან 10 წლის ვადაში საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტოების მიერ უნდა იქნეს აღიარებული. 6. უნივერსიტეტს უფლება აქვს, დააწესოს უნივერსიტეტში მისაღები დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისთვის, მაგისტრანტობისა და დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, აგრეთვე აბიტურიენტებისთვის. 7. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად გაიარეს უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. 8. უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი) აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. |